შანტაჟისა და გარიგების არანაირი მცდელობა არ ყოფილა – პრეზიდენტი მინდია გოგოჭურის დაკავებას ეხმაურება

შანტაჟისა და გარიგების არანაირი მცდელობა არ ყოფილა – პრეზიდენტი მინდია გოგოჭურის დაკავებას ეხმაურება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა  გავრცელებულ  ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს პრეზიდენტი, რომელიც არჩევნების მეორე ტურამდე სკანდალური შეწყალების გამოცხადებას აპირებდა, სიძის დაკავებით დააშანტაჟეს და მინდია გოგოჭურის თავისუფლება გიორგი მარგველაშვილის დუმილში გაცვალეს.

„მინდა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ არანაირი მცდელობა შანტაჟის ჩემს მიმართ და, ბუნებრივია, არანაირი გარიგებაც ამ მიმართულებით არ ყოფილა. ასე ვთქვათ, გემოვნების საკითხია, თუ ვინ როგორ ხედავს ამ საკითხს. მე ყველა ეტაპზე, ყველა საკითხზე, რაც მიმდინარეობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, კომენტარი და შეფასება მქონდა გაკეთებული, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ, მინდა იცოდეს საზოგადოებამ – არანაირი მცდელობა იმის, რომ ვინმეს შანტაჟი მოეხდინა არ ყოფილა და არც არანაირი გარიგება არ არსებობს არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები