შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლშევიკური მიდგომაა, რომ მხოლოდ მათი აქციაა აქცია

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლშევიკური მიდგომაა, რომ მხოლოდ მათი აქციაა აქცია

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, წარმოაჩინოს მმართველი პარტიის ხვალინდელი აქცია კონტრაქციად, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ბოლშევიკურ მიდგომებს,

„ნაციონალური მოძრაობის“ ბოლშევიკური მიდგომაა, რომ მხოლოდ მათი აქციაა აქცია, მხოლოდ მათი ამომრჩეველი არის ამომრჩეველი, მხოლოდ მათი პატიმარია პატიმარი. მათთვის, მხოლოდ ისინი არიან ადამიანები, მხოლოდ მათ აქვთ ღირსება და უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი, რომლებიც მათთან არიან. „ქართული ოცნების“ ხვალინდელი შეკრება არის ჩვეულებრივი შეკრება, ინსტრუმენტი, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს ჩვენი ამომრჩევლების მობილიზება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“, მხარდამჭერებთან ერთად, წინასაარჩევნო კამპანიას 27 ოქტომბერს შეაჯამებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები