შალვა პაპუაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე – ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ადამიანს, სახელმწიფოს და ეკლესიას

შალვა პაპუაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე – ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ადამიანს, სახელმწიფოს და ეკლესიას

„ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ადამიანს, სახელმწიფოს და ეკლესიას – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ არა მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსიროს 30 ოქტომბერს, არამედ საზოგადოებრივი პოზიციაც გამოხატოს 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე .
„ეს ის იდეოლოგია და მოძრაობაა, რომლისთვისაც ადამიანი არაფერია. ადამიანს ებრძოდნენ მაშინაც, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და ოპოზიციიდანაც. როდესაც ადამიანი მათ საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს, იქნება ეს საჯაროდ, სოციალურ ქსელში თუ ისე, ანადგურებენ სიტყვით, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ ანადგურებდნენ საქმით, ახლა სიტყვით ანადგურებენ. ისინი ებრძვიან სახელმწიფოს, შეხედეთ, ერთი წელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ როგორ უცხადებდნენ საბოტაჟს პარლამენტს, შეხედეთ მათ დამოკიდებულებას პრეზიდენტის, მთავრობის, სასამართლოს მიმართ, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ. ეს არის იდეოლოგია და პოლიტიკური ძალა, რომელიც ებრძვის ეკლესიას, შეხედეთ წლების განმავლობაში რა დამოკიდებულება ჰქონდათ და ბოლო პერიოდში პირდაპირი შეტევა მიიტანეს ეკლესიაზე და საპატრიარქოზე. ეს არის პოლიტიკური იდეოლოგია, რომელიც ადამიანს, სახელმწიფოს და ეკლესიას ებრძვის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, საზოგადოებამ არა მხოლოდ თავისი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსიროს 30 ოქტომბერს, არამედ თავისი საზოგადოებრივი პოზიცია დააფიქსიროს 27 ოქტომბერს 17.00 საათზე თავისუფლების მოედანზე“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები