შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ პარტიებს, მანდატი მიიღონ და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩაერთონ

შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ პარტიებს, მანდატი მიიღონ და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩაერთონ

“ყველა იმ პარტიას, რომელიც დღემდე თავს იკავებს მანდატის მიღებაზე  მოვუწოდებ, მანდატი მიიღონ და ჩაერთონ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რეფორმა ძირითადად დაეფუძნება იმ მემორანდუმს, რომელიც “ქართულ ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის გაფორმდა.

სამუშაო ჯგუფის წევრებს მოსაზრებებს გავაცნობთ. რეფორმა ძირითადად დაეფუძნება იმ მემორანდუმს, რომელიც გაფორმდა “ქართულ ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის. გარდა ამისა, გვინდა, ვთხოვოთ სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომ წარმოადგინონ სხვა დამატებითი წინადადებები ამ საკითხთან დაკავშირებით. იცით, რომ შემჭიდროებული ვადები გვაქვს. გვინდა, პირველი მარტისთვის წარვადგინოთ პროექტი. ამ ფორმატში ჩართულია საპარლამენტო ოპოზიცია და, ამიტომ, ყველა იმ პარტიას, რომელიც დღემდე თავს იკავებს მანდატის მიღებაზე, მოვუწოდებ, მანდატი მიიღონ, მონაწილეობა მიიღონ კომისიაში. თუკი რაიმე შენიშვნა აქვთ არჩევნების ხარისხთან დაკავშირებით, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გამოხატონ მათ ეს პრეტენზიები და მონაწილეობა მიიღონ ამ შესაძლო ხარვეზების გამოსწორებაში”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები