შალვა პაპუაშვილი – მათ აინტერესებთ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად

შალვა პაპუაშვილი – მათ აინტერესებთ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად

„ნაციონალური მოძრაობა“ 2 ოქტომბრისთვის არ ემზადება, ის ემზადება 3 ოქტომბრისთვის. ვფიქრობთ, იქნება იგივე სცენარი, რაც ჩვენ ვიხილეთ 1-ელ ნოემბერს, ანუ არჩევნების მეორე დღეს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ერთადერთი, რასაც ვხედავთ, ეს არის სურვილი ძალაუფლების დაბრუნების ოღონდ ისე, რომ ისინი ამას საქართველოს მოსახლეობას არ ეკითხებიან, მათ არ აინტერესებთ არჩევნების გზით საქართველოს მოსახლეობისგან მანდატის მიღება. მათ აინტერესებთ ძალაუფლება ნებისმიერ ფასად. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ისინი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, არანაირი ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ, არ აქვთ, ეს არის უბრალოდ მცდელობა იმის, რომ მაღლა ასწიონ პოლიტიკური ტემპერატურა. ისინი არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის, ისინი ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის. ვფიქრობთ, იქნება იგივე სცენარი, რაც ჩვენ ვიხილეთ 1-ელ ნოემბერს, ანუ არჩევნების მეორე დღეს. სინამდვილეში მათ აინტერესებთ არა მოსახლეობის არჩევანი, არამედ საკუთარი ძალაუფლება. ისინი არ ემზადებიან არჩევნების დღისთვის, ისინი ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები