შალვა პაპუაშვილი – “ლელომ“ დღეს დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება

შალვა პაპუაშვილი – “ლელომ“ დღეს დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ლელოს“ მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტისთვის მხარის არდაჭერა 19 აპრილის შეთანხმების დარღვევაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოციალურ ქსელში წერს.

„ბადრი ჯაფარიძე: „ჩვენი სურვილი იქნებოდა, თუმცა, ეს შარლ მიშელის დოკუმენტში არ არის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან ცესკო-ში, მათ შორის თავმჯდომარეს, იგივე პროცესი გაევლო, როგორიც არის გაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტით ახალი წევრების არჩევისთვის„, – ამ განცხადებას ვადა ზუსტად ორ დღეში გაუვიდა. ზუსტად საპირისპიროს მტკიცებით – თითქოს 19 აპრილის შეთანხმება ცესკოს არსებული წევრების გადანიშვნას ითვალისწინებს – „ლელომ“ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მხარი არ დაუჭირა საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტს და ამით დაარღვია 19 აპრილის შეთანხმება.

25 მაისს პლენარული სხდომაა, სადაც პირველი მოსმენით უნდა მივიღოთ ეს პროექტი. იმედია, „ლელო“, პლენარულს სხდომაზე მაინც, პატივს სცემს თავის სიტყვას და თავის ხელმოწერას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები