შალვა პაპუაშვილი – “ლელო“ კვლავ დესტრუქციულ როლს თამაშობს

შალვა პაპუაშვილი – “ლელო“ კვლავ დესტრუქციულ როლს თამაშობს

„ქართული ოცნების“ პროექტს ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭირა. ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცესში, ფრაქცია „ლელო“ კვლავ დესტრუქციულ როლს თამაშობს“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი „ლელოს“ წარმომადგენლებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ კოლეგებთან,

ცდილობენ, შავით თეთრზე დაწერილი სიტყვები სხვანაირად განმარტონ. ეს დისკუსია იქამდეც კი მიდის, რომ ქართულ ენაში არსებული სიტყვა „ყველა“ განიმარტება, როგორც „არა ყველა“. ენობრივადაც კი სრულ აბსურდამდე მიდის ეს დისკუსია. მოვუწოდებ მათ, რომ ითანამშრომლონ იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც გუშინ, პირველი მოსმენით მივიღეთ“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები