შალვა ნათელაშვილი-„თუ საჭირო გახდება, პრეზიდენტი უნდა გადადგეს დაკავებული პოსტიდან“

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტი უნდა გადადგეს პოსტიდან და შექმნას პოლიტიკური კრიზისი. ნათელაშვილის განცხადებით, ამით პრეზიდენტი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.
„პრეზიდენტი არა მარტო უნდა შეხვდეს მათ და კიდევ ერთხელ წაუკითხოს პატარა ლექცია დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და ხალხის უფლებების მსოფლიო პრინციპებზე, არამედ თუ საჭირო გახდება, უნდა გადადგესდაკავებული პოსტიდან, შექმნას პოლიტიკური კრიზისი, აალაპარაკოს მთელი მსოფლიო, დაუძახოს ხალხს ქუჩაში და ამით ის შევა საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით, სხვა შემთხვევაში შევა, როგორც ხალხის მიერ პრეზიდენტის არჩევის ინსტიტუტის დამსამარებელი“,-განაცხადა ნათელაშვილმა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

ივანიშვილი კანაფის წარმოებაზე – თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ
