შალვა ნათელაშვილი-ჯერ უზრდელი პოლიტიკოსი მამაკაცია საშინელება და ქალბატონი რომ უარესს გააკეთებს საერთოდ ტრაგედიაა.

შალვა ნათელაშვილი-ჯერ უზრდელი პოლიტიკოსი მამაკაცია საშინელება და ქალბატონი რომ უარესს გააკეთებს საერთოდ ტრაგედიაა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, „პირველი რადიოს“ ეთერში ირმა ინაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა მას დეგენერატი უწოდა და ურჩია ფსიქიატრს მიმართოს.

„ჯერ უზრდელი პოლიტიკოსი მამაკაცია საშინელება და ქალბატონი რომ უარესს გააკეთებს საერთოდ ტრაგედიაა. რაც შეეხება მის პრეტენზიებს სხვა მის ადგილზე გაჩერდებოდა. ეს გახლავთ იმ პარტიის წარმომადგენელი,რომლის თავმჯდომარეც სამოქალაქო დაპირისპირების წლებში,როდესაც ჩვენ საჯიშე ახალგაზრდობა დავკარგეთ შევარდნაძის საბაჟოს უფროსი იყო და მილიონებს ქაფავდა. ამ მილიონებს დაამატა ბიძინასგან მოცემული მილიონები და მერე რუსეთის უშიშროებისგან წამოსული მილიონები. უფრო მეტიც ბოლოს სამშობლოს ღალატზე წავიდნენ და ახლქალაქის სიაში პირველ ნომრად ქართველთა დაუძინებელი მტერი „ჯავახკის“ ლიდერი სამველ პეტროსიანი შეიყვანეს, რომელიც ქადაგებს, ჯავახეთის ავტონომიას, მის გამოყოფას და შეერთებას სომხეთთან. პეტროსიანი ჩაწერეს სიაში, იმიტომ რომ ასე გადაწყვიტეს მოსკოვმა და ივანიშვილმა ერთად.

ყველა ჩვენი მტრისთვის გახსნილია მათი ტელევიზია, ყველა ბინძური ჭორი ჩემზე ჩემს პარტიაზე, ოჯახზე მათი ტელევიზიიდან გორდება. მაგ ობიექტივში მოიყარა თავი ყველა მტერმა,ამდენი ხანი ხმა არ ამომიღია პირად ემოციებზე მაღლა დავდექი, სანამ მათ სამშობლოს არ უღალატეს და სეპარტისტები არ გაადეპუტატეს.

ჯავახეთში ხელისუფლება აქვთ სეპარატისტებს, ისევე როგორც აფხაზებს მივეცით თავის დროზე უმრავლესობა. ეს ყველაფერი დამთავრდა სახელმწიფოებრიობის დაგლეჯით, იგივე გააკეთეს ამათ ჯავახეთში.

ინაშვილმა და თარხან მოურავმა მთელმა ან შანტრაბამ და შაიკამ სამშობლო გაყიდა და არ ვთქვათ? გავჩუმდეთ იმის გამო, რომ ირმა არ გაბრაზდეს და თარხანმოურავს შემოსავლებში დეფიციტი არ მოუვიდეს რუსეთიდან და ივანიშვილის მუთაქიდან? მოვა დრო და ესენი საბრალდებო სკამზე დასხდებიან ყველანი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები