“შალვა ნათელაშვილი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი”

“შალვა ნათელაშვილი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი”

შალვა ნათელაშვილი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი საერთოდ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შალვა ნათელაშვილისგან დესტრუქციის მეტი არაფერი მომდინარეობს.

ნათელაშვილის ასე ვთქვათ, მარგი ქმედების კოეფიციენტი რა შეიძლება იყოს პარლამენტში, ეს კიდევ ცალკე საკითხია, რადგან ამ პირისგან დესტრუქციის მეტი არაფერი მომდინარეობს. მეორე მხრივ უკვე პროცედურული საკითხია და რამდენადაც ვიცი, ცოტა პრობლემურია შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტში ყოფნა, რადგან მან თავად განაცხადა ამაზე უარი, დახია, დაჭრა მანდატი და ა.შ. დანარჩენი პროცედურული საკითხია და ამას პარლამენტის შესაბამისი სამსახური გადაწყვეტს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი, პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს, სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგებით გადაწყვეტს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები