შალვა ხუციშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შალვა ხუციშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის  ორგანიზებით გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ორგანიზებით გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის შედეგების შეჯამება, არსებული ვითარების მიმოხილვა და გაანალიზება, ამ მიმართულებით სახელმწიფო ორგანოების მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და გამოწვევების განხილვა სამთავრობო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორს შორის.

ღონისძიების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს საქართველოდან ევროკავშირში უკანონო მიგრაციის პრევენციის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის გზები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები