შალვა ხუციშვილის განმარტებით, ნუცუბიძეზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების დასრულების შემდეგ ყველაფერი ცნობილი გახდება.

შალვა ხუციშვილის განმარტებით, ნუცუბიძეზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების დასრულების შემდეგ ყველაფერი ცნობილი გახდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განმარტებით, ნუცუბიძეზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიების დასრულების შემდეგ ყველაფერი ცნობილი გახდება. ამ ეტაპზე კი სამართალდამცველები თანამდებობებზე რჩებიან.

“ჩემთვის ცნობილია, რომ იმ ჩანაწერებში არის ცუდად გახდომის მომენტი, უბრალოდ, არ არის დაკავების მომენტი ასახული. რაც შეეხება ჩანაწერების გასაჯაროებას ან სხვა ინფორმაციას, ეს გამოძიების საქმეა და როდესაც გამოძიება დამთავრდება, ყველაფერი გახდება ცნობილი. ჩანაწერი არსებობს, ჩვენ მივაწოდეთ პროკურატურას და თუ დადასტურდა, რომ სამართალდამცველმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, ბუნებრივია, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. თუმცა, ჯერჯერობით გამოძიებას უნდა დავეყრდნოთ. ის სამართალდამცველები რჩებიან თანამდებობებზე, რადგან ჯერჯერობით არ არის ვინმეს ბრალეულობა გამოკვეთილი”, – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი.

25 ოქტომბერს 112-ში შესული ზარის საფუძველზე არეულობის მოწყობის ბრალდებით პატრულმა ნუცუბიძის ფერდობზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი დააკავა. დაკავების პროცესში ის შეუძლოდ გახდა და დაიღუპა. კაცის დაღუპვის გარემოებებსა და მიზეზებზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები