სესიაშვილმა 100:0 მოგიგოთ – ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს

სესიაშვილმა 100:0 მოგიგოთ – ბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მთავრობის წევრებისა და “ქართული ოცნების” დეპუტატების ფეშენებელურ სახლებთან დაკავშირებით “რუსთავი 2”-ის  ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და  განაცხადა, რომ ეს არის სიცრუე და “რუსთავი 2” იტყუება. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული ტელეკომპანიამ პრემიერ მინისტრის სახლის ნაცვლად სხვისი სახლი უჩვენა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა ირაკლი სესიაშვილის გუშინდელ ინტერვიუსაც:

„თქვენ გამოიტანეთ მთავრობის წევრების სახლები, არცერთს არ შეეკითხეთ მისი არის თუ არა, უამრავი გადაცომები გქონდათ, სხვის ნაკვეთებს მიაწრდით პრემიერის. არცერთი მათგანი, რომ ჟურნალიტს კითხვა დაესვას და პაუხი მიგეღოთ არ მოგიწვევიათ. თქვენ ერთი კვირის გადაცემასი ორჯერ გააკეთეთ გადაცემა, გამოიტანეთ ბინები, აჩვენეთ ტელემაყურებელს ისე რომ შეკითხვა არ დაგისვიათ. როცა ყველა დაგიკავშირდათ, თქვენ ეს არ შეასრულეთ, ერთადერთი აირჩიეთ სესიაშვილი, სესიაშვილმა 100:0 მოგიგოთ, ამომწურავი პასუხი გაგცათ. პრემიერ-მინისტრზე საერთოდ სირცხვილი იყო რაც თქვენ გააკეთეთ. თქვენ განსხვავებულ აზრს არ აჩვენებთ, თქვენ ხართ დახურული ტელევიზია, მაყურებელი მძევლად გყავთ აყვანილი. ეს სახლი არის 310 კვადრატული და არის მხოლოდ შვი კარკასი და მინებია ჩასმული, მაქსიმუმი ფასი არი 100 დოლარი. 310 კვ მეტრი რომ გაამრავლო 100 დოლარზე არის 31 ათასი დოლარი. აუზი საერთოდ კაპიკები დაჯდებოდა. აჩვენეთ კიდევ აუზი, სად არის წყალი აუზში?“ – მიმართა ივანიშვილმა ეკა კვესიტაძეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები