„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე, ზაზა სარალიძეს შეხვდა.
„დღეს გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა მასთან სახლში, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ხვალ მოდის პარლამენტში, ადვოკატთან ერთად“,- განუცხადა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კომისიის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და საჯარო და ყველა სუბიექტი მაქსიმალურად იყოს ჩართული.
„ასევე, ხვალ მე მექნება შეხვედრა ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან პარლამენტში“, – აღნიშნა კაპანაძემ.
მისივე თქმით, დღესვე შეხვდება სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.
კატეგორიები:
საზოგადოება