სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე კითხვები რამდენიმე მიმართულებით არსებობს.

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე კითხვები რამდენიმე მიმართულებით არსებობს.

საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე კითხვები რამდენიმე მიმართულებით არსებობს.
როგორც მან აღნიშნა, კომისია, ძირითადად, ისეთ პირებზე აკეთებს აქცენტს, რომლის მიმართაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა.
“ნაჩქარევი კი არა, დაგვიანებულია მოქმედებები, პროკურატურის მხრიდან და შს სამინისტროს მხრიდან, რომლებსაც ეს ყველაფერი დეკემბერში უნდა გაეკეთებინათ. რაც შეეხება საბოლოო დასკვნას, ეს არაა საბოლოო დასკვნა, ეს არის ერთ-ერთი შუალედური რეკომენდაცია. კითხვები რამდენიმე მიმართულებითაა, მათ შორის, კონკრეტულ ფიგურანტებთან მიმართებაში, რომ არ იყო საგამოძიებო მოქმედებები გატარებული. ასეთია მაგალითად, გ.მ, მ.კ, რომელთა მიმართაც არის ჩვენი რეკომენდაციები, ასევე, რა არ გაკეთდა და რაც გაკეთდა, რატომ იყო ასეთი უხარისხო და უშედეგო”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები