სერგეი ლავროვი – გერმანიის სპეცსამსახურები არ ფლობენ მტკიცებულებებს რუსეთის მიერ ამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის თაობაზე

სერგეი ლავროვი – გერმანიის სპეცსამსახურები არ ფლობენ მტკიცებულებებს რუსეთის მიერ ამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის თაობაზე

„არ ვიცი რა მიზნით აკეთებს გერმანიის კონტრდაზვერვა განცხადებებს გერმანიის საარჩევნო კამპანიაში რუსეთის მხრიდან ჩარევის შესახებ. შეიძლება თავიანთი ეფექტურობის დადასტურება სურთ, მაგრამ ერთი ფაქტის წარდგენაც არ შეუძლიათ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სერგეი ლავროვი ასევე შეეხო იმ ფაქტს, რომ გერმანიის კანცლერს თავის დროზე ამერიკული სპეცსამსახურები უსმენდნენ.

„თუ ფაქტებზე ვისაუბრებთ, ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ რაღაც პერიოდის წინ გაირკვა, რომ გერმანიის კანცლერს ამერიკული სპეცსამსახურები უსმენდნენ. არ მახსენდება რაღაც, რომ ამ დადგენილ ფაქტზე გერმანიის კონტრდაზვერვას რამე ეთქვას“, – აღნიშნა ლავროვმა.

28 აგვისტოს, გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ განაცხადა, რომ მოსკოვი ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობს და ასევე რუსული სპეცსამსახურების გერმანიაში აქტიურ მუშაობას აფიქსირებს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები