სემეკმა ახალი ლოგო და საკომუნიკაციო სტრატეგია წარადგინა

სემეკმა ახალი ლოგო და საკომუნიკაციო სტრატეგია წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ (სემეკ) ახალი ლოგო და საკომუნიკაციო სტრატეგია წარადგინა. პრეზენტაცია სემეკის ოფისში გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სემეკის ახალი ლოგო, სლოგანი და საკომუნიკაციო სტრატეგია შესაბამისი კვლევების საფუძველზე შემუშავდა. აღნიშნულ პროცესში სემეკს საკონსულტაციო მომსახურება კომპანია „ჯეპრამ“ გაუწია.

ახალი საკომუნიკაციო სტრატეგია ორიენტირებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამარტივებაზე, მოქალაქეთა ინფორმირებულობაზე კომისიის საქმიანობის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული სიახლეების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში მოხდება ერთიანი საინფორმაციო კამპანიების წარმოება საქართველოს მასშტაბით, მათ შორის არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება.

 

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები