“სემეკის მიერ დამტკიცებული ტარიფი კომპანია “თელასს” სწრაფი განვითარების საშუალებას არ აძლევს”- მიხეილ ანთაძე

“სემეკის მიერ დამტკიცებული ტარიფი კომპანია “თელასს” სწრაფი განვითარების საშუალებას არ აძლევს”- მიხეილ ანთაძე

“სემეკის მიერ დამტკიცებული ტარიფი კომპანია “თელასს” სწრაფი განვითარების საშუალებას არ აძლევს,” – ეს განცხადება კომპანია “თელასის” კომერციული დირექტორის მოადგილე მიხეილ ანთაძემ განაცხადა.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის ფუნქციონირება და აბონენტებისთვის სტაბილური ენერგომიწოდება.”გვაქვს კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები. მთავარი, რაშიც მარეგულირებელ კომისიას არ ვეთანხმებით ის არის, რომ კომისია არ ითვალისწინებს კომპანიის სახეცვლილებას ბოლო წლების განმავლობაში. 2014 წლიდან დღემდე სახეზე გვაქვს აბონენტების და ქსელის მნიშვნელოვანი ზრდა. ეს იმ პირობებში, როცა პრაქტიკულად არ მომხდარა პერსონალის გაზრდა. უფრო მეტიც, მოხდა პერსონალის შემცირება. ეს იმას ნიშნავს, რომ თელასის თანამშრომლები დღეს უფრო დატვირთულები არიან, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში,”- განაცხადა მიხეილ ანთაძემ.

სემეკის დადგენილებით, „თელასის“ აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1.325 თეთრით ძვირდება. დღგ-ს ჩათვლით გადასახადი 1.56 თეთრით მოიმატებს. დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები