სემეკის დადგენილების პროექტით, „თელასის“ აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1.325 თეთრით გაძვირდება.
სემეკის დადგენილების პროექტით, „თელასის“ აბონენტებისთვის ელექტროენერგია 1.325 თეთრით გაძვირდება. დღგ-ს ჩათვლით გადასახადი 1.56 თეთრით მოიმატებს.
ამ წუთებში სემეკის სხდომაზე „თელასის“ წარმომადგენელი კომპანიის დანახარჯებზე ლაპარაკობს, ამის შემდეგ კომისიამ კენჭისყრა უნდა ჩაატაროს და გაირკვევა თუ რამდენით გაუძვირდება დედაქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგიის საფასური.
სხდომაზე დადგენილი ტარიფები ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევა და 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
სემეკის წინა სხდომებზე უკვე განიხილეს ის კომპონენტები, რომელთა მიხედვით საბოლოო სამომხმარებლო ტარიფებს განსაზღვრავენ.
კატეგორიები:
ეკონომიკა
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე ყაზახური ხორბლის დაბრუნების საკითხში სერიოზული წინსვლაა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა და უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ჟამშიდ ხოჯაევმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მერვე სხდომის ოქმს ხელი მოაწერეს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოსა და გერმანიას სხვადასხვა სფეროებში შეგვიძლია თანამშრომლობა“-ანგელა მერკელი
