სეისმური აქტივობა ჩვენი ცხოვრების თანმხლები მოვლენა იქნება,-ამის შესახებ სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განაცხადა.

სეისმური აქტივობა ჩვენი ცხოვრების თანმხლები მოვლენა იქნება,-ამის შესახებ სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განაცხადა.
როგორც მან “მაესტროს” ეთერში განმარტა, კავკასია არის ახალგაზრდა მთათა სისტემა, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და სეისმური აქტივობაც სწორედ ამას უკავშირდება.
მან ყურადღება გაამახვილა მშენებლობებზე. კერძოდ, გოდოლაძის თქმით, აუცილებელია მსოფლიოს პრაქტიკის გაზიარება და შენობების ისეთი პრინციპებით აშენება, რომ მათ მიწისძვრებს გაუძლონ.
17:07 საათზე საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მისი სიმძლავრე წინასწარი მონაცემებით 4,3 მაგნიტუდა იყო, ხოლო ეპიცენტრი საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, სომხეთის ტერიტორიაზე იყო.
საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დღეს დილითაც დაფიქსირდა.
მანამდე 5 ივნისს, თბილისის დროით, 22:40 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ-ში 5.6 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრა მეორედ 03:58 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ამჯერად, სომხეთში იყო, საქართველოს საზღვრიდან 8კმ-ში.ამავე ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდით განისაზღვრა.