საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ ერთერთი დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე “იბერია“-ს ეთრეში გასულ გადაცემას ეხმაურება

საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ ერთერთი დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე “იბერია“-ს ეთრეში გასულ გადაცემას ეხმაურება

საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ ერთერთი დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე “იბერია“-ს ეთრეში გასულ გადაცემას ეხმაურება, სადაც მას შეახსენეს რომ რუსეთის მოქალაქეა და ბიზნესითაა დაკავებული რუსეთის ტერიტორიაზე.

„ვიცი, რომ ტელეკომპანია “იბერიაში” დღევანდელი ეთერის შემდეგ აუცილებლად გაჩნდება კითხვები. ამიტომ, თავად წინასწარ მოგახსენებთ პასუხს.

დიახ, მე მაქვს უძრავი ქონება რუსეთში, რომლის გაყიდვასაც ვცდილობ დიდი ხანია და იმედია როდისმე გაიყიდება. დიახ მე გახლავართ რუსეთის მოქალაქე, ერთი მარტივი მიზეზის გამო. ქონების გაყიდვის შემთხვევაში რუსეთის მოქალაქე არ იხდის გადასახადებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევს რუსეთის მთავრობისთვის საკმაოდ სოლიდური გადასახადის გადახდა, რისი არავითარი სურვილიც არ მაქვს.
რაც ახლა დავწერე არასდროს დამიმალავს და ყველა ჩემმა მეგობარმა იცის. მაინც, ვინც არ იცის, მათაც იცოდნენ.

ეს ფაქტი გახლავთ მიზეზი იმისა, რის გამოც მე არ მივდივარ პოლიტიკაში და მხოლოდ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში ვრჩები, რადგან არ ვთვლი მართებულად მერქვას პოლიტიკოსი, როცა ჯერ კიდევ ვრჩები რუსეთის მოქალაქედ. თუმცა ამას კანონი არ მიკრძალავს. ამის შესახებ იცოდა მიხეილ სააკაშვილმაც როცა ჯერ მომანიჭა საქართველოს მოქალაქეობა და შემდეგ წარმადგინა სახელმწიფო სამსახურში. ასევე მაშინდელმა პარლამენტის წევრებმაც, ვინც ამ თანამდებობაზე დამამტკიცა. როგორც ჩანს არავის შეპარვია ეჭვი ჩემში.

ახლა შეგიძლიათ ჩამქოლოთ“,  წერს ფეისბუქზე მამუკა გამყრელიძე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები