საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა. კონკურსი 12 ივლისს გამოცხადა და დირექტორის თანამდებობაზე განაცხადი 8 კანდიდატმა შეიტანა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

დირექტორობის მსურველი კანდიდატები არიან: ირაკლი კიკვაძე, ფირუზ ბოლქვაძე, შოთა ზოიძე, თინა ცისკარაძე, ირმა ზოიძე, მერაბ წულუკიძე, გიორგი კოხრეიძე, შოთა გურაბანიძე.

“აჭარის ტელევიზიის” დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი უკვე მესამედ გამოცხადდა. ბოლო კონკურსი ივლისში გაიმართა, თუმცა დირექტორი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდმა ვერ შეარჩია.

პირველ ტურში ორ-ორი ხმა კანდიდატებმა, მერაბ წულუკიძემ და თინათინ ცისკარაძემმიიღეს, ხოლო ბაჩო გურაბანიძემ ერთი ხმა მიიღო.

განმეორებითი კენჭისყრა წულუკიძესა და ცისკარაძეს შორის გაიმართა, თუმცა შედეგების მიხედვით, ორი ხმა მერაბ წულუკიძემ, ორი კი თინა ცისკარაძემ მოიღო. ბორდის ერთმა წევრმა დასახელებული კანდიდატებიდან ხმა არცერთს არ მისცა, მან ბიულეტენს აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის სახელი და გვარი დააწერა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ნათია კაპანაძეს ბორდის წევრებმა უნდობლობა გამოუცხადეს და აპრილში თანამდებობიდან გადააყენეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები