საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები, აქამდე ეს არავის გაუპროტესტებია არ დასჭირვებიათ ალბათ და იმიტომ

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები, აქამდე ეს არავის გაუპროტესტებია არ დასჭირვებიათ ალბათ და იმიტომ

საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ისედაც არის მსგავსი შეზღუდვები, აქამდე ეს არავის გაუპროტესტებია არ დასჭირვებიათ ალბათ და იმიტომ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, სჯობს მთავრობას მინიმალური შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება ჰქონდეს, რათა ეპიდმგომარეობის გაუარესების შემთხვევაში კვლავ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ გახდეს საჭირო.

„ახლა ჩვენ ვდგავართ რამდენიმე არჩევანის წინაშე ან უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა იმ მინიმალური შეზღუდვებისთვისაც კი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ რისკები არ გაიზარდოს. ან ჩვენ გარკვეული დაზუსტებები უნდა შევიტანოთ, რომ მთავრობას ჰქონდეს ამ მინიმალური შეზღუდვებთან დაკავშირებით მოქმედების საშუალება, რომ ბოლომდე დაწიონ რისკები. ან უნდა ვთქვათ, რომ, უკაცრავად ჟარგონისთვის, მივუშვათ ეს პროცესი და თუ გვეყოლება ვთქვათ რამდენიმე ათეული ასეული ინფიცირებული და ხელახლა მოხდება აფეთქება ისევ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა. მე მგონია და ეს გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული, რომ შეზღუდვების შესახებ გარკვეული დაზუსტებები შევიდეს და ამ მინიმალური შეზღუდვებით გავიდეთ ფონს. მოვუფრთხილდეთ პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები