საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „კუბიკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „კუბიკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრსა“ და კომპანია „კუბიკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კოლეჯის დირექტორმა, მათე ტაკიძემ და სამშენებლო მარკეტის დირექტორმა, ლევან ყურმაშვილმა მოაწერეს.

ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნების, შრომის ბაზრისა და განათლების სისტემის ურთიერთკავშირის ხელშეწყობის, პროფესიული განათლების განვითარების, კოლეჯისა და კომპანიის ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია “კუბიკმა” ინვესტირება გათბობა-ვენტილაციის განხრით, სტუდენტების გადამზადებაში და მათი უნარ-ჩვევების ამაღლებაში განახორციელა.
კომპანია “კუბიკი” ვალდებულებას იღებს, დაასაქმოს წარჩინებით დამთავრებული სტუდენტები, რაც დასაქმების სტიმულირებას და შრომის ბაზარზე კადრების კონკურენტუნარიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
სამშენებლო მარკეტი „კუბიკი“ 2010 წელს დაფუძნდა და წარმატებით შევიდა სარემონტო-სამშენებლო მასალების ბაზარზე. “კუბიკმა” აიყვანა ამ სფეროში ყველაზე გამოცდილი კადრები და ჩამოაყალიბა მომავალზე ორიენტირებული მენეჯმენტი. ამან განაპირობა ის, რომ მოკლე ვადებში კომპანია „კუბიკს“ შეუძლია საზოგადოებისათვის საუკეთესო საქონლის მიწოდება ხელსაყრელ ფასებში, ამასთან ერთად, კომპანია სწრაფად ვითარდება და ფართოვდება, როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს სხვა ქალაქებში.
კომპანია თანამშრომლობს ევროპისა და აზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქმნის შესაძლებლობას, რომ პროდუქცია მომხმარებელს ყველაზე ხელსაყრელ ფასად მიაწოდოს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები