საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება კანონით- ნათია მეზვრიშვილი

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება კანონით- ნათია მეზვრიშვილი

საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება კანონით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან, ბოლო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებისა და მეტროსადგურში მომხდარი ინციდენტის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.
„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება კანონით.
ამავე დროს, დაუმორჩილებლობის ყოველ შემთხვევაზე პოლიციას ექნება კანონის შესაბამისი მკაცრი რეაგირება უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საზოგადოებას, ნუ შეუშლიან ხელს პოლიციას კანონიერი ქმედებების შესრულებაში, რომლის მიზანია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
პოლიციელების მიერ კანონიერი ქმედებების შესრულების პირობებში საზოგადოების ზოგიერთი წევრის ამგვარი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და პოლიციის უსაფუძვლო დადანაშაულება, აკნინებს სამართალდამცავი ორგანოების როლს, მაშინ, როცა პოლიციის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის საქმიანობაში იქნება ღია და გამჭვირვალე და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად სამინისტროსთვის შესაძლოა იყოს არასასიამოვნო, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს სიმართლის დადგენისთვის. ვთვლით, რომ მხოლოდ რეალური სურათის ჩვენებით და საზოგადოებასთან თანამშრომლობით არის შესაძლებელი ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა” – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები