საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უახლესი ტიპის რადიოკავშირის სისტემით აღიჭურვება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უახლესი ტიპის რადიოკავშირის სისტემით აღიჭურვება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უახლესი ტიპის რადიოკავშირის სისტემით აღიჭურვება. თანამედროვე ტექნიკის შეძენის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.

ახალი სისტემა ზღვაზე ძებნა–გადარჩენისა და გემების მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს საშუალებას მისცემს ძებნა–გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობ პროდუქტებით გამოწვეული დაბინძურების ლიკვიდაციის ოპერაციები გაცილებით ეფექტურად და სწრაფად განახორციელოს.

საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ახალი საზღვაო რადიო კავშირის სისტემის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას ხელი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა და იტალიური კომპანიის ELMAN S.R.L. აღმასრულებელმა დირექტორმა მანუელა რონდონმა მოაწერეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები