სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით-კობახიძე

სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით-კობახიძე

“სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება პოზიცია, რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მას შემდეგ, რაც გაიმართება კონსულტაციები, ამის შემდეგ გვექნება კონკრეტული კომენტარის გაკეთების საშუალება.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, მას თავად არ აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება და ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისი ამ პოზიციით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები