სავალდებულო დაზღვევა დროებით შემოყვანილ განუბაჟებელ მანქანებს არ შეეხებათ

სავალდებულო დაზღვევა დროებით შემოყვანილ განუბაჟებელ მანქანებს არ შეეხებათ

სავალდებულო დაზღვევა დროებით შემოყვანილ განუბაჟებელ მანქანებს არ შეეხებათ, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დროებით შემოყვანილ განუბაჟებელ მანქანებზე წლიური სადაზღვევო პრემიის გადასახადი არ იარსებებს.
„პარლამენტს მთვარობამ წარუდგინა საკანონმდებლო პაკეტი. პროექტის გათვალისწინებით, მსუბუქი საავტომობილო საშუალებისთვის დაზღვევის ლიმიტი არის 100-150 ლარამდე; მოტოციკლისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 50 სმ3 არ აღემატება – 75-დან 110-ლარამდე; სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210 – 310 ლარი. სადაზღვევო პრემიები არის წლიური და ავტოსანტრანსპორტო საშუალების მფლობელმა ის წლიურად უნდა გადაიხადოს. კონკრეტული შემთხვევის დადგომის დროს კი, ანაზღაურება შემდეგი ლიმიტით მოხდება – ჯანმრთელობის, ქმედუნარიანობის ან სიცოცხლისთვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტი იქნება 30 000 ლარი, ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის 25 000 ლარის ფარგლებში“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღეს განიხილავს. დღესვე, მსჯელობა გაიმართება ჯანდაცვის კომიტეტის ფარგლებში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები