საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 5 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 5 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 5 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან, მათ შორის სამის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმებულია. ამ კლინიკაში ამ დროისთვის 82 ინფიცირებული მკურნალობს. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ასევე გაეწერა ორსული ქალი. ერთი წავიდა გუშინ, ერთი – დღეს. ასევე გვყავს სამი ახალშობილი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკური გამოვლინებების გარეშე. რაც შეეხება 81 პაციენტს, მათგან 9 არის რეანიმაციულ განყოფილებაში, 5 პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან, მათ შორის სამის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმებულია, უარყოფითი დინამიკით, ვინაიდან აღენიშნებათ ფილტვის მწვავე უკმარისობა და გულის მწვავე დაზიანების სინდრომი“, – განაცხადა ლევან რატიანი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები