საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბავშვებისთვის 50 სახელის დარქმევა აკრძალა

საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბავშვებისთვის 50 სახელის დარქმევა აკრძალა

საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბავშვებისთვის 50 სახელის დარქმევა აკრძალა, რომლებიც, მისი აზრით, სამეფოს კულტურულ, ან რელიგიურ ღირებულებებთან წინააღმდეგობაშია, – აკრძალული სახელების სიას independent-ი ავრცელებს

საუდის არაბეთში მშობლები ამიერიდან ვეღარ დაარქმევენ შვილებს, მაგალითად, ლინდას, ელისს, ელენს, მაიას, ბენჯამენს, ლორენს (ლორა)… და ა.შ. ბენიამინი (ბენჯამენი) ისლამის მიხედვით წინასწარმეტყველი იაკობის შვილს ერქვა, თუმცა იგივე სახელი ჰქვია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს.

აკრძალულ სიაში მოხვდა სახელებიც, რომელიც არ არის არაბული წარმოშობის და “მკრეხელურია”.

ასევე, აიკრძალა სამეფო კონოტაციის აღმნიშნვნელი სახელები – სუმუვი (მისი უდიდებულესობა), მალეკი (მეფე), მალიკა (დედოფალი).

საუდის არაბეთში სახელების გარდა ბევრი რამ არის აკრძალული. ახლა კრონპრინცი მუჰამედ ბინ სალმანი ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს და კონცეფციის “ხედვა – 2030” ფარგლებში ცხოვრების ბევრ სფეროზე ზეწოლას ასუსტებს. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთში აკრძალვა ეხება ცხოვრების სხვადასხვა სფეროს და მოსახლეობის სხვადასხვა ფენას ისე, რომ კანონში გაწერილიც არ არის, არამედ ტრადიციიდან ან ადგილობრივი სასულიერო პირების გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები