“სასულიერო პირები თბილისიდან სოფელ წილკანში ჩასვლას, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებამდე და დაკრძალვამდე ყოველდღე ვაპირებთ, ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც ერს უჭირს”

“სასულიერო პირები თბილისიდან სოფელ წილკანში ჩასვლას, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებამდე და დაკრძალვამდე ყოველდღე ვაპირებთ, ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც ერს უჭირს”

“სასულიერო პირები თბილისიდან სოფელ წილკანში ჩასვლას, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებამდე და დაკრძალვამდე ყოველდღე ვაპირებთ, ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც ერს უჭირს”, – ამის შესახებ ეპისკოპოსმა, მამა შალვამ (კეკელია) განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ ფორმით ისინი სამძიმარსა და გულისტკივილს გამოხატავენ. მისივე განმარტებით, მათი გადაწყვეტილება ერგნეთში აქციის გამართვას არ უკავშირდება და ამ ფაქტს ცუდი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

„ჩვენ სამღვდელოება, სოფელ წილკანში პანაშვიდზე, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივდივართ, ვინაიდან გარდაცვლილი ჩვენი შვილია. ამ ფორმით, ჩვენი სამძიმარი და გულისტკივილი გვინდა გამოვხატოთ. ასევე ის, რომ ეკლესია ამ ტრაგედიის დროს ერის გვერდითაა და ტატუნაშვილის ოჯახის ტკივილი, ჩვენი ტკივილია… ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც ერს უჭირს.

ამ ფაქტის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა. 20-მდე სასულიერო პირი დღეს მხოლოდ წილკანში ჩავალთ და ერგნეთში საპროტესტო აქციის გამართვას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მამა შალვამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები