სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად თითოეული დაღუპულის ოჯახს 10 ათასი ლარი გადაეცემა

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად თითოეული დაღუპულის ოჯახს 10 ათასი ლარი გადაეცემა

სასტუმრო ლეოგრანდში ხანძრის შედეგად თითოეული დაღუპულის ოჯახს 10 ათასი ლარი გადაეცემა. ამის შესახებ გადაწყეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ საგანგებო თათბირზე მიიღო.

“ყველანი შეძრულები ვართ იმ ტრაგედიით, რაც ჩვენს ქალაქში მოხდა. ეს იყო ურთულესი წუთები, რომლებიც ყოველთვის დარჩება ჩვენი ქალაქის ისტორიაში და ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გავიგოთ, რა გახდა ამ დიდი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

ამასთან 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე.

Leogrand-ში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით – ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები