სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯერი ხანძრის მიზეზებსა და დეტალებზე საუბარს თავს არიდებს

სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯერი ხანძრის მიზეზებსა და დეტალებზე საუბარს თავს არიდებს

ბათუმში, „ლეოგრანდის“ სასტუმროს საღამოს ცვლის მენეჯერი მურატ აგდანლი ხანძრის დეტალებსა და მიზეზებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ სასტუმროს ადმინისტრაცია ვრცლად მომხდარის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ ისაუბრებს. ამის შესახებ აგდანლიმ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვას, იყო თუ არა „ლეოგრანდში“ დაცული უსაფრთხოების ნორმები, სასტუმროს მენეჯერი პასუხობს, რომ არ იცის, ზუსტად რა მოხდა.

„ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, ძალიან დამწუხრებულები ვართ“, – აცხადებს მურატ აგდანლი.

ჟურნალისტებმა მურატ აგდანლის ჰკითხეს, რატომ ვერ მოხდა იმ 11 ადამიანის დროულად ევაკუაცია, რომლებიც ხანძარს ემსხვერპლნენ.

„ხანძრის გამო იყო ძალიან დიდი დაკვამლიანება, ამის გამო ეს ადამიანები ვერ დავინახეთ, არ ვიცოდით სად იყვნენ“, – აცხადებს „ლეოგრანდის“ მენეჯერი.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე პირველად პოლიცია მოვიდა და სასტუმროს მომსახურე პერსონალი შენობიდან გაიყვანა.

წყარო

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები