სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, გარდაცვლილი პირი 1972 წელს დაბადებული ბრალდებული ა. ა. არის.
ამასთან, უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პირველ ოქტომბერს პატიმარი შეუძლოდ გახდა, რისთვისაც მედპერსონალი გამოიძახეს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებულების მედპერსონალის მიერ მოხდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება, თუმცა სამწუხაროდ ბრალდებული მათ მოსვლამდე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.
პაციენტი მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გადაიყვანეს და მკურნალობდა შპს არქიმედეს კლინიკაში, ხოლო შემდეგ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, დიაგნოზით: გულის უკმარისობა და მოციმციმე არითმია.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება“, – აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები