სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში საფრანგეთის ელჩი ეწვია

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში საფრანგეთის ელჩი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზას საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი დელეგაციასთან ერთად ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტუმრებს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, კაპიტანმა რამაზ პაპიძემ უმასპინძლა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ საზღვაო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პირველი რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ საფრანგეთის ელჩს სანაპირო დაცვის ამოცანები და შესაძლებლობები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები