სასამართლოში სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე პროცესი განახლდა

სასამართლოში სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაზე პროცესი განახლდა

საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის – თემურ ჯანაშიას საქმის განხილვა დაიწყო, რომელიც საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას გულისხმობს.

9 მილიონი ლარის გაფლანგვაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის პროცესი ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.

როგორც პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა, ბოლო რამდენიმე სხდომაა წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ, რადგან მოცულობითია და კიდევ რამდენიმე პროცესი დასჭირდება ამ პროცესს. პროკურორის განცხადებით, სააკაშვილი პრეზიდენტის სარეზერვო თანხებს პირადი კონფორტისთვის კანონდარღვევით ხარჯავდა.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის დავით კაკოიშვილის განცხადებით, პროცესზე დაკითხულმა მოწმემ დაადასტურა რომ ბოტოქსს ვიზუალური მხარის გარდა ჯანმრთელობისთვისაც იყენებენ, კერძოდ, შაკიკის მკურნალობისთვისაც კეთდება.

კატეგორიები: Uncategorized

კომენტარები

მსგავსი სიახლეები