სასამართლომ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო

სასამართლომ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქრთამის აღებაში ბრალდებული, გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს სპეციალურ ღონისძიებათა სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი გ.გ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ამავე განაჩენით ქრთამის აღებაში დახმარებისთვის დამნაშავედ ცნეს ააიპ „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის“ ხელმძღვანელი მ.გ.

„სამართალდამცავებმა გ.გ. და მ.გ დანაშაულის ჩადენის მომენტში, ქრთამის აღების შემდეგ დააკავეს. გ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება), ხოლო მ.გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღებაში დახმარება) წარედგინა და ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. და მ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები