სასამართლომ ხმების ხელახლა გადათვლის შესახებ ენმ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

სასამართლომ ხმების ხელახლა გადათვლის შესახებ ენმ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი 18 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით სრულად გაიზიარა მოპასუხე მხარის, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის პოზიცია, რომ პარტიამ სარჩელის შეტანის ვადები და პირობები დაარღვია. მანამდე სწორედ ამ მიზეზით არ განიხილა თავად კომისიამ ეს სარჩელი. სასამართლო განხილვის შესახებ „რადიო თავისუფლებამ“ დაწერა.

ენმ-ს ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარის ანა წითლიძის განმარტებით, სარჩელში მოყვანილი 18 უბნის ბათილი ხმების გადასინჯვა გავლენას იქონიებდა ზუგდიდში არჩევნების საბოლოო შედეგზე, რადგან დარწმუნებულია, რომ „ტოტალური გაყალბება“ სხვა მეთოდების პარალელურად მმართველი გუნდისთვის არასასურველი ბიულეტენების გაბათილებითაც მოხდა.

წითლიძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში საერთო ჯამში 1 500-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა, რაც ძალიან დიდი ციფრია, მით უმეტეს მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს მხოლოდ 500 ხმით მოუგო.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა. საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები