სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2-ში“ ხალვაშის წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2-ში“ ხალვაშის წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2-ში“ ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა – შესაბამისი განცხადება ოქრუაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ოქრუაშვილი უარის მოტივს “სასაცილოს” უწოდებს.
„საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2-ის“ წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს, მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, ვაპირებთ. კანონით 10 დღის ვადა გვქონდა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა. ახლა ჩვენ გვაქვს არჩევანი, გავასაჩივროთ განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე, ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადი წილების გასხვისებაზე აკრძალვა და ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას, გავასაჩივროთ ეს განცხადება თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოსგან ითხოვს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წილების დაყადაღებას. ადვოკატის მტკიცებით, დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე ემოქმედა „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით და თუ ამ პირობას დაარღვევდა, ვალდებული იყო, ოქრუაშვილისთვის ჯარიმის სახით გადაეხადა – 7 მილიონი აშშ დოლარი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები