სასამართლომ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმის ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმის ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმის ორივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელი გამწესრიგებელი სხდომის შემდეგ, საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
როგორც დავით კიკაჩეიშვილმა განაცხადა, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს და ყველა ვერსია განიხილება.
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს.
„გამორიცხვით, ვერაფერს გამოვრიცხავთ. გარდა სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლისა, გამოძიება მომდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ტარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები, განიხილება ყველა ვერსია. რაც შეეხება მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას, კვლავ სახეზე იყო ბრალდებულების მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე. ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმებით”, – განაცხადა პროკურორმა.
ბრალდების მხარემ სასამართლოს საგამოძიებო პერიოდის გაგრძელებასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა.
„2019 წლის 2 მარტს, პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, ვაზილ მამადიანისა და თორნიკე ტატიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გაგრძელებასთან დაკავშირებით. საქმე არის საკმაოდ კომპლექსური და გამოძიებას გარკვეული დრო ესაჭიროება საქმის სრულყოფილი წარმოებისათვის“, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2 მაისს გაიმართება.
16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი გარდაიცვალა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები