პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, იუსტიციის არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის საბჭოს მოსამართლე წევრებთან, გუშინდელ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სხვადასხვა საკითხის განხილვა ხმაურით სრულდება. მისივე თქმით, ცუდია, რომ ამ წლების განმავლობაში, საბჭომ მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ერთიანობას ვერ მიაღწია.
”წლებია, მას ვიცნობ და ერთადაც ვმუშაობდით. მის მიმართ პატივისცემა შემიძლია გამოვხატო. რაც შეეხება იუსტიციის საბჭოში მიმდინარე მოვლენებს, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სხვადასხვა საკითხის განხილვა ხმაურით სრულდება. ზოგადად ცუდია, რომ ამ წლების განმავლობაში, საბჭომ მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ერთიანობას ვერ მიაღწია, ყოველ შემთვევაში, არამოსამართლე წევრების ნაწილში“,–განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, კონკრეტულ ინდივიდებზე არ ისაუბრებს და აცხადებს, რომ სასამართლო სისტემას რეფორმის გაგრძელება სჭირდება.
„სხვებისგან განსხვავებით, ინდივიდებზე საუბრისგან თავს შევიკავებ და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ სასამართლო სისტემას რეფორმის გაგრძელება სჭირდება. პრეზიდენტს შეიძლება თითოეული რამის ინტერესი ჰქონდეს, მაგრამ ანა დოლიძის, როგორც პროფესიონალის მიმართ, შემიძლია, მხოლოდ პატივისცემა გამოვხატო“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მსგავსი სიახლეები

კახა კალაძემ მონაწილება მიიღო კონფერენციაში, სახელწოდებით „ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შეფასების თაობაზე კონსენსუსის მშენებლობა“.

თამარ ხულორდავა სააკაშვილის საქმეზე: არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივი მექანიზმები

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე და მწვავე ვითარებას აქტიურად ვაყენებთ ყველა ფორმატში-სოფიო ქაცარავა
