სარფში მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

სარფში მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

31 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს რ.გ-ს, ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული საიუველირო ოქროს (საერთო წონა 56.95 გრამი) ნაკეთობები გამოვლინდა.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 3,458.57 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10-ე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3,458.57 ლარის ოდენობით შეეფარდა.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები