სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც ბავშვები დაუბრუნდებიან თავიანთ ბაღებს-კახა კალაძე

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც ბავშვები დაუბრუნდებიან თავიანთ ბაღებს-კახა კალაძე

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგაც ბავშვები დაუბრუნდებიან თავიანთ ბაღებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღდგენითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
“ბაღები იყო ავარიულ მდგომარეობაში. ჩვენ დავიწყეთ თუ არა მუშაობა და მოგვეცა თუ არა უფლებამოსილება, დავიწყეთ ამ საკითხის შესწავლა. გარკვეული დროის შემდეგ დაიდო კვლევის შედეგი და მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება. ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ აღდგენით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რათა ბავშვები დროულად დაუბრუნდნენ თავიანთ ბაღებს”,- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ოთხი საბავშვო ბაღი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების საფუძველზე დაიხურა.
საუბარია N19, N84, N125 და N64 –ე ბაღზე.
აღნიშნული საბავშვო ბაღების აღსაზრდელები დროებით სხვა საბავშვო ბაღებში გადაანაწილეს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები