სარა სანდერსი- აშშ-ს ადმინისტრაცია რუსეთთან ხისტ პოლიტიკას განაგრძობს

სარა სანდერსი- აშშ-ს ადმინისტრაცია რუსეთთან ხისტ პოლიტიკას განაგრძობს

აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია რუსეთთან ხისტ პოლიტიკას გააგრძელებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა ბრიფინგზეგანაცხადა.

“ჩვენ დავრჩებით ხისტებად, როგორებიც პირველ წელს ვიყავით, – განაცხადა მან, – ჩენ მოქმედების რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, იმისათვის, რომ რუსეთის მხრიდან აშშ-ის არჩევნებში ჩარევა შევაჩეროთ.“

სანდერსთან ერთად ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ჰიზერ ნაუერტიც გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი და ამერიკა ჯერ არ არიან მზად ურთიერთობის დალაგების მიმართულებით ნაბიჯი წინ გადადგან.

27 თებერვალს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ უახლოეს 30 დღეში აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს.

16 თებერვალს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალი რუსეთის 13 მოქალაქეს წაუყენეს.

გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი ცრუ ახალ ამბებთან (Fake News) ბრძოლის სპეციალურ ორგანოს შექმნის.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები