საქსტატის ეროვნული სამსახური 2017 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

საქსტატის ეროვნული სამსახური 2017 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

საქსტატის ეროვნული სამსახური 2017 წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

„2017 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა, წინა 2 წელთან შედარებით, 5.6 პროცენტით შემცირდა და 23 684 შეადგინა“, – ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

თბილისი – 6 984

აჭარის ა.რ. – 2 548

გურია – 647

იმერეთი – 3 850

კახეთი – 1 744

მცხეთა-მთიანეთი – 475

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 211

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2 101

სამცხე-ჯავახეთი – 993

ქვემო ქართლი – 2 617

შიდა ქართლი – 1 514

2017 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27.4, ხოლო მამაკაცებისთვის 30.2 წელი იყო.

რაც შეეხება განქორწინებულთა რიცხვს, 2017 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ, 10 222 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 7.2 პროცენტით გაიზარდა.

რეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

თბილისი – 3 731

აჭარის ა.რ. – 678

გურია -237

იმერეთი – 1 739

კახეთი – 783

მცხეთა-მთიანეთი – 222

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -72

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 825

სამცხე-ჯავახეთი -217

ქვემო ქართლი -1 067

შიდა ქართლი – 651.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები