„საქნახშირის“ დირექტორმა და მინდელის შახტის ხელმძღვანელმა თანამდებობები დატოვეს

„საქნახშირის“ დირექტორმა და მინდელის შახტის ხელმძღვანელმა თანამდებობები დატოვეს

„საქნახშირის“ წარმოების დირექტორმა გია ქარქაშაძემ, მინდელის შახტის დირექტორმა აკაკი ახვლედიანმა და მთავარმა ინჟინერმა გიზო კირკიტაძემ თანამდებობა დატოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „საქნახშირის“ ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები