„საქნახშირის“ დირექტორი შახტაში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებზე საუბრობს

„საქნახშირის“ დირექტორი შახტაში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებზე საუბრობს

„შახტაში, სადაც ტრაგედია მოხდა, სავარაუდოდ, იყო ჰაერის მაღალი წნევის დიდი ჭავლი, რომელმაც, ადამიანები გვერდებზე მიახეთქა და მათი დაღუპვა გამოიწვია,“ – ამის შესახებ „საქნახშირის“ დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს.
მისი თქმით, შახტაში არსებული მდგომარეობა ბოლოს, სამი თვის წინ, დეკემბერში შემოწმდა და უსაფრთხოების ზომები დაცული იყო.
„გეგმიურ შემოწმებას ატარებს ზედამხედველობის სამსახური, ჯანდაცვა. ბოლო შემოწმება იყო დეკემბრში. გასულია სამი თვე. გამაგრება იმდენად მყარი იყო, რომ, ფაქტობრივად, საველე შტრეკები და ქვეშლაგი, სადაც ხალხი იმყოფება, არ არის დაპრესილი და შესვლა შეუძლებელი არ არის. ეს ხალხი ადვილად გამოვიყვანეთ. მანდ იყო ჰაერის მაღალი წნევის დიდი ჭავლი, რომელმაც, სავარაუდოდ, ისინი გვერდებზე მიახეთქა და დაღუპვა გამოიწვია,“- განაცხადა “საქნახშირის” დირექტორმა, ჯამბულ ჯაყელმა.
ცნობისათვის, „საქნახშირი“, სადაც დღეს გამთენიისას ტრაგედია დატრიალდა, ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა.
ჰოლდინგი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ („ჯი–აი–ჯი“) საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე დავით ბეჟუაშვილია.
შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს, გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედურ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები