საქართველოზ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას არ აპირებს

საქართველოზ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას არ აპირებს

საქართველოზ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას არ აპირებს. ამის შესახებ დღეს კვირიკაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“მინდა ყველა თქვენგანი დავპატიჟო 2021 წელს, როცა ჩვენ დავასრულებთ რიკოთის უღელტეხილის ბოლო მონაკვეთს. მანამდე ჩვენ უამრავი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ კენჭისყრას. კიდევ ვამბობ, რომ დაპირებები, რომელიც გავეცით, აღსასრულებელია და ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს ამისთვის”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს გაიმართება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები