საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოფელ ოძისში ჩავიდა. სტეფ ბლოკმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია მისიის საქმიანობაზე , საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე და იმ პრობლემებზე რომლებიც მოსახლეობას ჩაკეტილი გამშვები პუნქტების გამო შეექმნა.

მან ასევე ნახა რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ოკუპირებულ ახმაჯშია განთავსებული.

ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი საქართველოში 21 იანვარს ჩამოვიდა. ის ქვეყანას დღეს დატოვებს.

10 წლიანი პაუზის შემდეგ ეს არის ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები