საქართველოში შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის პროგრამა იწყება

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დედიდან შვილზე აივ ინფექციისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის ეროვნულ საბჭოსთან ერთად განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, წელს შიდსის ვირუსის დედიდან შვილზე გადაცემის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ფაქტს, 2016 წელს, სავარაუდოდ, 13 ინფიცირებული ბავშვი დაიბადა.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

„თეთრი ხმაური“, „ქართული მარში“ „ქართული იდეა“ “ეროვნული ერთობა“ – ბოლო ერთი კვირაა, დედაქალაქი აქციებმა მოიცვა.
